вторник, 18 июля 2017 г.

პროგრამა ,,გეოგებრა"


...



პროექტი „საუკეთესო ანაბარი“ ემსახურება ფინანსური განათლების გაღრმავებას. მისი მიზანია გაიგონ და გაიაზრონ მოსწავლეებმა, თუ როგორ მუშაობს ანაბარი, როგორია ფინანსური დაგეგმვა და რატომ არის მნიშვნელოვანი ფულის დაზოგვა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეისწავლეს ანაბრის სახეობები, შეადარეს სხვადასხვა ბანკის პირობები, განიხილეს სარგებელი, შეარჩიეს ,,საუკეთესო ანაბარი" და გააკეთეს პრეზენტაციები.
პროექტი წარმატებული იყო, რადგან მოსწავლეებმა პრაქტიკულად გამოიყენეს მიღებული ცოდნა. ისინი მეტად დაფიქრდნენ საკუთარ ფინანსურ მომავალზე და აღიარეს, რომ დაზოგვა და სწორი ანაბრის არჩევა მნიშვნელოვანი უნარია.
პროექტმა „საუკეთესო ანაბარი“ მოსწავლეებს ფინანსური განათლების საფუძვლები გააცნო. მომავალში, შესაძლოა, ამ თემაზე უფრო ფართო კვლევები ჩატარდეს, სადაც მოსწავლეები რეალურ ფინანსურ სცენარებზე იმუშავებენ. პროექტის გაგრძელება და სხვადასხვა ინვესტიციური ინსტრუმენტების განხილვა მეტად გააღრმავებს მათ ცოდნას ფინანსური დაგეგმვის შესახებ.
















მარტივი პროცენტის დარიცხვის წესი:
   ამ წესის მიხედვით ბანკში შეტანილ თანხას ყოველი წლის ბოლოს ერთი და იგივე პროცენტი, ანუ ერთი და იგივე ნაწილი ერიცხება, მას წლიურ სარგებელს-წლიურ საპროცენტო განაკვეთსაც უწოდებენ.
    ვთქვათ, საწყისი თანხაა P, ხოლო წლიური სარგებელია ამ თანხის r ნაწილი, მაშინ n წლის შემდეგ დაგროვილი თანხა იქნება
Pn=P(1+rn)
P1,P2,,Pთანხები არითმეტიკულ პროგრესიას ადგენს.
რთული პროცენტის დარიცხვის წესი:
თუ საწყისი თანხაა Pწლიური  განაკვეთი  r,მაშინ ყოველი შემდეგი თანხა წინა თანხაზე ამ უკანასკნელის r ნაწილითაა მეტი.

Pn=P(1+r)n
ამ შემთხვევაში P1,P2,,Pn    თანხები გეომეტრიულ პროგრესიას ადგენს,  რომლის მნიშვნელია  (1+r).