მოგესალმებით!
დღეს, საქართველოში არსებული ბანკები ცდილობენ აქტიური სადეპოზიტო რეკლამა გააკეთონ. ბანკები ცდილობენ პოტენციურ მეანაბრეებს ერთმანეთზე უკეთესი პირობები შესთავაზონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს ანაბრის უპირატესობას,რა უპირატესობა აქვს ფულის ამგვარი შენახვის ფორმას, როგორ შევძლოთ საუკეთესო ანაბრის შერჩევა... ამ და სხვა უამრავ კითხვაზე პასუხების გაცემაში სწორედ ჩემ მიერ შექმნილი ბლოგი, ,,საუკეთესო ანაბარი" დაგეხმარებათ. ბლოგში განთავსებული რესურსები,შეფასების რუბრიკები, შაბლონები, პროდუქტები, სასარგებლო ბმულები იქნება მნიშვნელოვანი გზამკვლევი ანალოგიური ან მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელების მსურველთათვის.
პატივისცემით, ნანა დათაშვილი
სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მათემატიკის
წამყვანი მასწავლებელი
P.S. ბლოგზე განთავსებულია კითხვარი ბლოგთან დაკავშირებით. გთხოვთ, უპასუხოთ კითხვებს. თქვენი რჩევები, რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ჩემთვის, რათა სამომავლოდ ვიზრუნო ბლოგის შინაარსისა და დიზაინის დახვეწაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий