вторник, 18 июля 2017 г.

პროგრამა ,,გეოგებრა"


მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესი



მარტივი პროცენტის დარიცხვის წესი:
   ამ წესის მიხედვით ბანკში შეტანილ თანხას ყოველი წლის ბოლოს ერთი და იგივე პროცენტი, ანუ ერთი და იგივე ნაწილი ერიცხება, მას წლიურ სარგებელს-წლიურ საპროცენტო განაკვეთსაც უწოდებენ.
    ვთქვათ, საწყისი თანხაა P, ხოლო წლიური სარგებელია ამ თანხის r ნაწილი, მაშინ n წლის შემდეგ დაგროვილი თანხა იქნება
Pn=P(1+rn)
P1,P2,,Pთანხები არითმეტიკულ პროგრესიას ადგენს.
რთული პროცენტის დარიცხვის წესი:
თუ საწყისი თანხაა Pწლიური  განაკვეთი  r,მაშინ ყოველი შემდეგი თანხა წინა თანხაზე ამ უკანასკნელის r ნაწილითაა მეტი.

Pn=P(1+r)n
ამ შემთხვევაში P1,P2,,Pn    თანხები გეომეტრიულ პროგრესიას ადგენს,  რომლის მნიშვნელია  (1+r).


понедельник, 23 марта 2015 г.




 











სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა


ჩვენი პროექტია     -        









პროექტს ვხელმძღვანელობდი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი - ნანა დათაშვილი 



მოსწავლეთა მიერ შექმნილი ბუკლეტები -






     თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა  და აღწერა ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. 


             სასწავლო პროექტის ფარგლებში  ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი  და შრომატევადი  სამუშაოები  განვახორციელეთ. მნიშვნელოვანი იყო პროექტი თავისი მიზნებით, ამოცანებით, აქტივობებითა და შედეგებით. იგი დაკავშირებული იყო რეალურ, ცხოვრებიდან მომდინარე საკითხთან, რომლის მნიშვნელობა არ შემოიფარგლებოდა საკლასო გარემოთი. პროექტი ფოკუსირებული იყო  სასწავლო მიზნებზე, რომლებიც შეესაბამება საგნობრივ სტანდარტს.  
  მოსწავლეებმა შეისწავლეს მშობლიურ ქალაქში არსებული ბანკების შემოთავაზებები ანაბრებთან დაკავშირებით.

 

მოსწავლეები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, განაწილდნენ ოთხ ჯგუფად:

I  ჯგუფი - ,,ნორჩი ეკონომისტები" 
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ლიბერთი  ბანკის საანაბრე შემოთავაზებები.



II ჯგუფი - ,,ნორჩი ბანკირები" 
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს საქართველოს ბანკის საანაბრე შემოთავაზე-ბები. 

                   

III ჯგუფი - ,,ნორჩი ბიზნესმენები"
 ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ბანკი  რესპუბლიკის       საანაბრე შემოთავაზებები.




IV ჯგუფი - ,,ნორჩი მეანაბრეები"
 ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ტაო პრივატ   ბანკის         საანაბრე შემოთავაზებები.













პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე