,,საუკეთესო ანაბარი" - სასწავლო პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერსო, მრავალფეროვანი და შრომატევადი სამუშაოები განვახორციელეთ. მნიშვნელოვანი იყო პროექტი თავისი მიზნებით, ამოცანებით, აქტივობებითა და შედეგებით. იგი დაკავშირებული იყო რეალურ, ცხოვრებიდან მომდინარე საკითხთან, რომლის მნიშვნელობა არ შემოიფარგლებოდა საკლასო გარემოთი. პროექტი ფოკუსირებული იყო სასწავლო მიზნებზე, რომლებიც შეესაბამება საგნობრივ სტანდარტს. პროექტმა ნათლად დაანახა მოსწავლეებს, რომ მათ წინაშე სრულიად ახალი ამოცანები იდგა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისაგან, დარწმუნდნენ, რომ გამორიცხული იყო ზედაპირული დამოკიდებულება, რადგან პროექტზე მუშაობა დიდ ძალისხმევას, საკითხზე ფოკუსირებას, კვლევას მოითხოვდა და აქცენტირებულია ცოდნაზე. წინარე ცოდნასა და გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახლის დასაშენებლად.ყურადღებას ვაქცევდი მოსწავლეთა მიდრეკილებებს, მოთხოვნილებებს, ინტერესებს, საჭიროებებს. კმაყოფილი ვარ მოსწავლეთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა მოსწავლეთა ახალი შესაძლებლობებიც. პროექტის განხორციელებისას ვასრულებდი ფასილიტატორის, კონსულტანტის როლს, ვუთითებდი მოსწავლეებს საჭირო საინფორმაციო წყაროებს, ვახდენდი პერიოდულად დაკვირვებას, შუალედურ შეფასებებს და ვაძლევდი მოსწავლეებს საჭირო რჩევებსა და მიმართულებებს. მთელი პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები ამჟღავნებდნენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ინტერესებს, განუვითარდათ თვითორგანიზაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, თანამშრომლობითი, კოლაბორაციული კომპეტენცია-მოსწავლეებს თავიანთი წვლილი შეჰქონდათ საერთო მიზნის მისაღწევად და ერთმანეთის მაგალითზე სწავლობდნენ. პროექტთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მსჯელობისას, მოსწავლეები აქტიურად იყენებდნენ ქსელურ კავშირებს, ინფორმაციას გადასცემდნენ ელექტრონული გზით(სოციალური ქსელი, ელ.ფოსტა..) მათ განუვითარდათ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ- ჩვევები. მოკლედ, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში 21-ე საუკუნის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას- ანალიტიკური, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, ორგანიზების, პროდუქტის შექმნის, ცოდნის ტრანსფერის, კრიტიკული აზროვნების, თვითშეფასებისა და სხვათა შეფასების, პრეზენტაციის უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში ორივე მხარე (მასწავლებელი და მოსწავლეები) გავიზარდეთ. მე უდიდესი გამოცდილება შევიძინე, თვითშეფასების შედეგად მოვახდინე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხრეების იდენტიფიცირება, რასაც გავითვალისწინებ შემდგომ პროექტებზე მუშაობისას. საპროექტო სამუშაოს კულმინაცია იყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი პროდუქტი- დამაჯერებელი და საინტერესო პრეზენტაცია, ბუკლეტები, ბლოგები, რომლებიც წარმოადგენენ საგნობრივი სტანდარტისა და სასწავლო მიზნების მიღწევის დემონსტრირებას.
- მთავარი
- პროექტის შესახებ
- პროექტის იდეის პუბლიკაცია,განაცხადი...
- მშობელთა გამოხმაურება
- პროექტის გეგმა
- გზამკვლევები და შაბლონები მოსწავლეთა დასახმარებლად
- შეფასების რუბრიკები
- დიაგნოსტიკური ტესტირება
- პროექტის ვიდეო-რეკლამა
- ,,ნორჩი ეკონომისტები"
- ,,ნორჩი ბანკირები"
- ,,ნორჩი მეანაბრეები"
- ,,ნორჩი ბიზნესმენები"
- ,,სილამაზე და მათემატიკა"
- პროექტის პრეზენტაცია
- ვიდეო-მასალა
- პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტო-მასალა
- მოსწავლეთა თვითშეფასება
- პროექტის ანგარიში
- ,,გეოგებრა"
- ,,ხანის აკადემია"
- გამოკითხვა
პროექტის ანგარიში
,,საუკეთესო ანაბარი" - სასწავლო პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერსო, მრავალფეროვანი და შრომატევადი სამუშაოები განვახორციელეთ. მნიშვნელოვანი იყო პროექტი თავისი მიზნებით, ამოცანებით, აქტივობებითა და შედეგებით. იგი დაკავშირებული იყო რეალურ, ცხოვრებიდან მომდინარე საკითხთან, რომლის მნიშვნელობა არ შემოიფარგლებოდა საკლასო გარემოთი. პროექტი ფოკუსირებული იყო სასწავლო მიზნებზე, რომლებიც შეესაბამება საგნობრივ სტანდარტს. პროექტმა ნათლად დაანახა მოსწავლეებს, რომ მათ წინაშე სრულიად ახალი ამოცანები იდგა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისაგან, დარწმუნდნენ, რომ გამორიცხული იყო ზედაპირული დამოკიდებულება, რადგან პროექტზე მუშაობა დიდ ძალისხმევას, საკითხზე ფოკუსირებას, კვლევას მოითხოვდა და აქცენტირებულია ცოდნაზე. წინარე ცოდნასა და გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახლის დასაშენებლად.ყურადღებას ვაქცევდი მოსწავლეთა მიდრეკილებებს, მოთხოვნილებებს, ინტერესებს, საჭიროებებს. კმაყოფილი ვარ მოსწავლეთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა მოსწავლეთა ახალი შესაძლებლობებიც. პროექტის განხორციელებისას ვასრულებდი ფასილიტატორის, კონსულტანტის როლს, ვუთითებდი მოსწავლეებს საჭირო საინფორმაციო წყაროებს, ვახდენდი პერიოდულად დაკვირვებას, შუალედურ შეფასებებს და ვაძლევდი მოსწავლეებს საჭირო რჩევებსა და მიმართულებებს. მთელი პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები ამჟღავნებდნენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ინტერესებს, განუვითარდათ თვითორგანიზაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, თანამშრომლობითი, კოლაბორაციული კომპეტენცია-მოსწავლეებს თავიანთი წვლილი შეჰქონდათ საერთო მიზნის მისაღწევად და ერთმანეთის მაგალითზე სწავლობდნენ. პროექტთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მსჯელობისას, მოსწავლეები აქტიურად იყენებდნენ ქსელურ კავშირებს, ინფორმაციას გადასცემდნენ ელექტრონული გზით(სოციალური ქსელი, ელ.ფოსტა..) მათ განუვითარდათ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ- ჩვევები. მოკლედ, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში 21-ე საუკუნის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას- ანალიტიკური, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, ორგანიზების, პროდუქტის შექმნის, ცოდნის ტრანსფერის, კრიტიკული აზროვნების, თვითშეფასებისა და სხვათა შეფასების, პრეზენტაციის უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში ორივე მხარე (მასწავლებელი და მოსწავლეები) გავიზარდეთ. მე უდიდესი გამოცდილება შევიძინე, თვითშეფასების შედეგად მოვახდინე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხრეების იდენტიფიცირება, რასაც გავითვალისწინებ შემდგომ პროექტებზე მუშაობისას. საპროექტო სამუშაოს კულმინაცია იყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი პროდუქტი- დამაჯერებელი და საინტერესო პრეზენტაცია, ბუკლეტები, ბლოგები, რომლებიც წარმოადგენენ საგნობრივი სტანდარტისა და სასწავლო მიზნების მიღწევის დემონსტრირებას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий