,,საუკეთესო ანაბარი"
- მთავარი
- პროექტის შესახებ
- პროექტის იდეის პუბლიკაცია,განაცხადი...
- მშობელთა გამოხმაურება
- პროექტის გეგმა
- გზამკვლევები და შაბლონები მოსწავლეთა დასახმარებლად
- შეფასების რუბრიკები
- დიაგნოსტიკური ტესტირება
- პროექტის ვიდეო-რეკლამა
- ,,ნორჩი ეკონომისტები"
- ,,ნორჩი ბანკირები"
- ,,ნორჩი მეანაბრეები"
- ,,ნორჩი ბიზნესმენები"
- ,,სილამაზე და მათემატიკა"
- პროექტის პრეზენტაცია
- ვიდეო-მასალა
- პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტო-მასალა
- მოსწავლეთა თვითშეფასება
- პროექტის ანგარიში
- ,,გეოგებრა"
- ,,ხანის აკადემია"
- გამოკითხვა
вторник, 18 июля 2017 г.
მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესი
მარტივი პროცენტის დარიცხვის წესი:
ამ წესის მიხედვით ბანკში შეტანილ თანხას
ყოველი წლის ბოლოს ერთი და იგივე პროცენტი, ანუ ერთი და იგივე ნაწილი ერიცხება,
მას წლიურ სარგებელს-წლიურ საპროცენტო განაკვეთსაც უწოდებენ.
ვთქვათ, საწყისი თანხაა P, ხოლო წლიური სარგებელია ამ თანხის r ნაწილი, მაშინ n წლის შემდეგ
დაგროვილი თანხა იქნება
Pn=P(1+rn)
P1,P2,…,Pn თანხები არითმეტიკულ პროგრესიას ადგენს.
რთული პროცენტის დარიცხვის წესი:
თუ საწყისი თანხაა P, წლიური განაკვეთი r,მაშინ ყოველი
შემდეგი თანხა წინა თანხაზე ამ უკანასკნელის r ნაწილითაა მეტი.
Pn=P(1+r)n
ამ შემთხვევაში P1,P2,…,Pn თანხები გეომეტრიულ პროგრესიას ადგენს, რომლის მნიშვნელია (1+r).
понедельник, 23 марта 2015 г.
სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა
ჩვენი პროექტია -
პროექტის ხელმძღვანელი:
ნ ა ნ ა დათაშვილი
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ბუკლეტები -
თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას.
სასწავლო პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და შრომატევადი სამუშაოები განვახორციელეთ. მნიშვნელოვანი იყო პროექტი თავისი მიზნებით, ამოცანებით, აქტივობებითა და შედეგებით. იგი დაკავშირებული იყო რეალურ, ცხოვრებიდან მომდინარე საკითხთან, რომლის მნიშვნელობა არ შემოიფარგლებოდა საკლასო გარემოთი. პროექტი ფოკუსირებული იყო სასწავლო მიზნებზე, რომლებიც შეესაბამება საგნობრივ სტანდარტს.
მოსწავლეებმა შეისწავლეს მშობლიურ ქალაქში არსებული
ბანკების შემოთავაზებები ანაბრებთან დაკავშირებით.
მოსწავლეები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, განაწილდნენ ოთხ ჯგუფად:
I ჯგუფი - ,,ნორჩი ეკონომისტები"
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ლიბერთი ბანკის საანაბრე შემოთავაზებები.
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ლიბერთი ბანკის საანაბრე შემოთავაზებები.
II ჯგუფი - ,,ნორჩი ბანკირები"
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს საქართველოს ბანკის საანაბრე შემოთავაზე-ბები.
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს საქართველოს ბანკის საანაბრე შემოთავაზე-ბები.
III ჯგუფი - ,,ნორჩი ბიზნესმენები"
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ბანკი რესპუბლიკის საანაბრე შემოთავაზებები.
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ბანკი რესპუბლიკის საანაბრე შემოთავაზებები.
IV ჯგუფი - ,,ნორჩი მეანაბრეები"
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ტაო პრივატ ბანკის საანაბრე შემოთავაზებები.
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ტაო პრივატ ბანკის საანაბრე შემოთავაზებები.
პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე
Подписаться на:
Сообщения (Atom)