вторник, 18 июля 2017 г.

მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესი



მარტივი პროცენტის დარიცხვის წესი:
   ამ წესის მიხედვით ბანკში შეტანილ თანხას ყოველი წლის ბოლოს ერთი და იგივე პროცენტი, ანუ ერთი და იგივე ნაწილი ერიცხება, მას წლიურ სარგებელს-წლიურ საპროცენტო განაკვეთსაც უწოდებენ.
    ვთქვათ, საწყისი თანხაა P, ხოლო წლიური სარგებელია ამ თანხის r ნაწილი, მაშინ n წლის შემდეგ დაგროვილი თანხა იქნება
Pn=P(1+rn)
P1,P2,,Pთანხები არითმეტიკულ პროგრესიას ადგენს.
რთული პროცენტის დარიცხვის წესი:
თუ საწყისი თანხაა Pწლიური  განაკვეთი  r,მაშინ ყოველი შემდეგი თანხა წინა თანხაზე ამ უკანასკნელის r ნაწილითაა მეტი.

Pn=P(1+r)n
ამ შემთხვევაში P1,P2,,Pn    თანხები გეომეტრიულ პროგრესიას ადგენს,  რომლის მნიშვნელია  (1+r).


Комментариев нет:

Отправить комментарий