სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა
ჩვენი პროექტია -
პროექტის ხელმძღვანელი:
ნ ა ნ ა დათაშვილი
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ბუკლეტები -
თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას.
სასწავლო პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და შრომატევადი სამუშაოები განვახორციელეთ. მნიშვნელოვანი იყო პროექტი თავისი მიზნებით, ამოცანებით, აქტივობებითა და შედეგებით. იგი დაკავშირებული იყო რეალურ, ცხოვრებიდან მომდინარე საკითხთან, რომლის მნიშვნელობა არ შემოიფარგლებოდა საკლასო გარემოთი. პროექტი ფოკუსირებული იყო სასწავლო მიზნებზე, რომლებიც შეესაბამება საგნობრივ სტანდარტს.
მოსწავლეებმა შეისწავლეს მშობლიურ ქალაქში არსებული
ბანკების შემოთავაზებები ანაბრებთან დაკავშირებით.
მოსწავლეები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, განაწილდნენ ოთხ ჯგუფად:
I ჯგუფი - ,,ნორჩი ეკონომისტები"
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ლიბერთი ბანკის საანაბრე შემოთავაზებები.
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ლიბერთი ბანკის საანაბრე შემოთავაზებები.
II ჯგუფი - ,,ნორჩი ბანკირები"
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს საქართველოს ბანკის საანაბრე შემოთავაზე-ბები.
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს საქართველოს ბანკის საანაბრე შემოთავაზე-ბები.
III ჯგუფი - ,,ნორჩი ბიზნესმენები"
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ბანკი რესპუბლიკის საანაბრე შემოთავაზებები.
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ბანკი რესპუბლიკის საანაბრე შემოთავაზებები.
IV ჯგუფი - ,,ნორჩი მეანაბრეები"
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ტაო პრივატ ბანკის საანაბრე შემოთავაზებები.
ამ ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ტაო პრივატ ბანკის საანაბრე შემოთავაზებები.
პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე
Комментариев нет:
Отправить комментарий